ბსუ-ს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე, გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის - „ტურიზმი“ შექმნის შესახებ, რომელიც ანჟერის უნივერსიტეტთან ერთად მზადდება.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე AUF-ს ცენტრი გაიხსნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ფრანგულ უნივერსიტეტებთან.

საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მონაწილეებს და პროგრამის შედეგებს გაეცნო. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია ფრანგული ორგანიზაცია - International Child Catholic Bureau (BICE), რომელსაც „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა