ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილი და მოძრაობა აღდგენილია.

„გაწმენდილია, გასუფთავებულია და აღდგენილია გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა.