სილქნეტმა ჟურნალ National Geographic საქართველოს ნაკრები სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკებს გადასცა

სილქნეტი განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტებს National Geographic საქართველოსთან ერთად. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სილქნეტმა გურჯაანის, თელავის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ხაშურის, ხულოს, ლანჩხუთის, აბაშის, ზუგდიდის, ახალციხის, ბოლნისის მუნიციპალურ და სოფლის ბიბლიოთეკებს, შემეცნებითი ჟურნალის National Geographic საქართველოს სამი წლის გამოცემათა ნაკრები შემატა. აღნიშნული ბიბლიოთეკები საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.

ათ წელზე მეტია სილქნეტის მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე გამოიცემა. საქართველოში რედაქციის დაარსება შესაძლებელი გახდა კომპანიის თანადგომით. ჟურნალის თემატიკა სპეციფიკურია და ეყრდნობა აკადემიურ ცოდნას, უახლეს კვლევებს, ახალ აღმოჩენებს და რაც მთავარია, უნიკალურ ფოტო მასალას. ყოველ ნომერში შერჩეულ თემატიკას საქართველოს ამბებიც ემატება. ჟურნალთან თანამშრომლობენ ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, სამეცნიერო თუ არქეოლოგიური პროექტების ქართველი ავტორები.

სილქნეტი ჟურნალ National Geographic საქართველოსთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ტარდება მკითხველებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ყოველთვიური ლექციები. შექმნილია ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების პოდკასტების სერია, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ. შეხვედრებისა და პოდკასტების ჩანაწერების გაცნობა სრულიად უფასოდ, შესაძლებელია SilkTV ვიდეოთეკის განყოფილებაში, საიტზე SilkTV.ge ან აპლიკაცია SilkGo-ს მეშვეობით.

ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ. მასალებს მკითხველი ადევნებს თვალს საიტზეც nationalgeographic.ge.

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში სტუდენტებზე და სილქნეტის მომხმარებლებზე მოქმედებს ფასდაკლება. დაინტერესებული მკითხველი, გამოცემის ახალი ნომრების შეძენას, მალე სილქნეტის მომსახურების ცენტრებში შეძლებ, სპეციალურ ფასად.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა