დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას შუახნის კაცი ემსხვერპლა. ფაქტი დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტრაქტორიდან გადმოვარდა, წამოდგომა ვერ მოახერხა და მუხლუხომ გადაუარა. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.