iPhone 15 & Watch 9 ელიტ ელექტრონიქსში

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ლიდერი ბრენდია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, უკვე მრავალი წელია Apple-ს ავტორიზებულ რესელერია საქართველოში. ელიტ ელექტრონიქსი 15 დიდ რეგიონში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი და თითოეულ მათგანში Apple-ს ოფიციალური პროდუქციაა განთავსებული.

2023 წლის სექტემბერში Apple-მა წარმოადგინა ახალი iPhone 15 | Plus | Pro | Pro Max, ასევე Watch 9 და Watch Ultra 2, რომლის შეძენაც ელიტ ელექტრონიქსში უკვე შესაძლებელია.

iPhone 15 Pro | Pro Max

iPhone 15 Pro | Pro Max აღჭურვილია მსუ­ბუ­ქი და გამ­ძლე კორ­პუ­სით, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია აე­რო­კოს­მო­სუ­რი ტი­ტა­ნი­უ­მის­გან (იგი­ვე რა­საც NASA იყე­ნებს). შესაბამისად Pro სერიის მოდელები წარ­მოდ­გე­ნი­ლია ოთხ ფერ­ში: ბუ­ნებ­რი­ვი ტი­ტა­ნი, თეთ­რი ტი­ტა­ნი, ლურ­ჯი ტი­ტა­ნი, შავი ტი­ტა­ნი. iPhone 15 Pro | Max სმარტფონებში ვხვდებით ახა­ლი GPU და ძლი­ე­რ A17 Pro ჩი­პე­ბს, რომ­ლებ­საც ახლა უკვე შე­უძ­ლი­ათ კომ­პი­უ­ტე­რი­სა და კონ­სო­ლის თა­მა­შე­ბის iPhone-ზე გაშ­ვე­ბა.

სმარ­ტფო­ნის გვერ­დზე ვხვდებით მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რ ღი­ლა­კს, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მათ შორის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გაშ­ვე­ბის.

Pro სერიის მოდელებისგან განსხვავებით, iPhone 15 Pro Max-ს გააჩნია ფოტო სენ­სო­რი 5x ოპ­ტი­კუ­რი ზუ­მის­თვის.

iPhone 15 | Plus

iPhone 15 | Plus მოდელების კორპუსი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ალუ­მი­ნის­გან, ხოლო უკა­ნა პა­ნე­ლი - გლუ­ვი, ფე­რა­დი მი­ნის­გან. ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა დი­ნა­მი­უ­რი კუნ­ძუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, რომელიც ადრე მხო­ლოდ iPhone Pro ვერ­სი­ისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო კა­მე­რა­საც, ახლა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ულტრა მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად (48 მე­გა­პიქ­სე­ლი) და გაუმჯობესებულია პორტრეტის რეჟიმი. Smart-HDR-ის წყა­ლო­ბით კი ღა­მით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი კი­დევ უფრო ნა­თე­ლი ხდე­ბა.

Apple Watch 9

ახალ მოდელებში გაუმჯობესებული Retina დისპლეი Always-On ფუნქციით ორჯერ კაშკაშა გახდა, რაც მზის კაშკაშა განათების დროს საათის გამოყენებას ბევრად აადვილებს. დისპლეი აღჭურვილია გამძლე, მსხვრევის მიმართ მდგრადი საფირონის შუშით.

წელს დიდი ყურადღება დაეთმო ეკოლოგიის თემას, Watch Series 9-ის კორპუსი დამზადებულია 100% გადამუშავებული ალუმინისგან. ეს არის Apple-ის პირველი ნახშირბადის ნეიტრალური პროდუქტი. რაც ნიშნავს, რომ მისი წარმოება არ ზრდის ატმოსფეროში სითბური გაზების რაოდენობას.

Apple Watch 9 კომპანიის პირველი გაჯეტია, რომლის წარმოებაც არ მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე, რადგან ის თითქმის მთლიანად დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან (ალუმინი, ტექსტილი და ა.შ.). ეს არის Apple-ის პირველი Carbon Nutrient პროდუქტი.

Apple Watch Ultra 2

მსუბუქი ტიტანის კორპუსი გამძლე და კოროზიისადმი მდგრადია. კორპუსის კონსტრუქცია იცავს საფირონის შუშას ყოველგვარი დაზიანებისგან. ახალ პროდუქტს Apple Watch-ის ისტორიაში ყველაზე დიდი და ნათელი დისპლეი აქვს.

Apple Watch Ultra 2 იდეალურია ვარჯიშისათვის. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, მუშაობის დრო 72 საათამდეა და შეუძლია იმუშაოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაა დაკავშირებული ინტერნეტთან. სხვა სასარგებლო ფუნქციებში შედის საოცრად ზუსტი ნავიგაცია სხვა საათებისგან განსხვავებით.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გადამუშავებული მასალისგან დამზადებული Apple Watch Ultra 2-ის სამაჯურები. Alpine Loop არის მსუბუქი, მაგრამ გამძლე ტექსტილის სამაჯური ტიტანის G-სამაგრით უსაფრთხო მორგებისთვის, იდეალურია ნებისმიერი გარე თავგადასავლებისთვის. Trail Loop წარმოადგენს ულტრა თხელ და ელასტიკურ სამაჯურს მოსახერხებელი რეგულირებით. განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის და აქტიური ვარჯიშისთვის. ხოლო Ocean Band-ი იდეალურია დაივინგისთვის და მაღალსიჩქარიანი წყლის სპორტისთვის.

საქართველოში ეფლის პროდუქცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბაზარზე მომხმარებლების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ორიგინალი პროდუქციის ყიდვისას ისინი მეტად დაცულები არიან, სწორედ ამიტომ ყიდვის დროს არჩევანს ავტორიზებულ რესელერებთან აჩერებენ. ახალი iPhone 15 სერიისა და watch 9-ის შეძენა ელიტ ელექტრონიქსიში ოფიციალური გარანტიით არის შესაძლებელი, როგორც ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე ონლაინ ee.ge-ზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა