გორის მერია - ქალაქში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

გორის მერია - ქალაქში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

გორში საერთო სარგებლობის სივრცეებში ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანებული ინვენტარია: საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე-მცენარეები, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ცენტრში.

„ გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მიმართავს თითოეულ მოქალაქეს თხოვნით, რომ გაუფრთხილდნენ საერთო სარგებლობის სივრცეებს.

საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქის სიჯანსაღესა და იერსახეზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.