რუსთავში, აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი აფხაზეთს ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დღეს აფხაზეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ცენტრალურ ქუჩას განტვირთავს.

„რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი განტვირთავს ცენტრალურ ქუჩას. აქ მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ფეხით მოსიარულეებისათვის ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო იქნება, ვიდრე აქამდე იყო. დაემატება განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, დაემატება მწვანე სივრცეები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, კომპანია GWP-იმ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, 500 მეტრი სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განაახლა. ამავე ქსელზე მოეწყო 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 6 საკვანძო ჭა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა