თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა ყველა პლატფორმაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე, რაც საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ბათუმში რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ ზოიძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს