დავით გაბაიძემ თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალქოჩს უმასპინძლა

აჭარის უმაღლეს საბჭოში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალქოჩს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა, ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ლადო მგალობლიშვილი ესწრებოდნენ, მხარეები, სტრატეგიული, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შერეფ მალქოჩმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება თურქული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ბავშვთა დაცვის მონიტორინგის სპეციალისტები (UNICEF-ის წარმომადგენლები) და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად