ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 71 სტუდენტს მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 71 სტუდენტს მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. კომისიის სხდომა ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერის სტიპენდია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე) ვრცელდება, რომლებიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

„მერის სტიპენდიაზე წარდგენილი კანდიდატი (სტუდენტი) უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით - საშუალო არითმეტიკული 95 ქულა და მეტი, ხოლო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის (იუნკერი) - 85 ქულა და მეტი. აკადემიური მოსწრება განისაზღვრება წინა სასწავლო წლის აკადემიური მაჩვენებლით (ბოლო ორი სემესტრის მონაცემები).

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:

  • ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა