ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში: პირველი გურიფულში, მეორე გურიფულში, გაღმა შუა ხორგში, გამოღმა შუა ხორგში, გამოღმა პირველი ხორგაში, გაღმა პირველი ხორგაში, ზემო ქვალონში, პატარა ფოთში, გვიმარონში, ჭითაუშქურში, საალანიო-საფაჩულიოში.

„პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 104 442 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1 977 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამეგრელოში, ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 6 მუნიციპალიტეტის 27 დასახლებულ პუნქტში. როგორც პროექტით არის განსაზღვრული, ჯამურად აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში, 54 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რომელიც დამატებით 9000-მდე პოტენციურ აბონენტს უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზით.

2013 წლიდან-დღემდე მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, სამეგრელოში 127 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა და 50 858 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვა. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში აშენდა 63 203 გრძივი მეტრის მქონე ორი მკვებავი გაზსადენი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის