,,გორის დღე 2023“-ს და "ღვინის ფესტივალს" გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2023“ და "ღვინის ფესტივალს" გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და უთენის (ლიეტუვა) წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ოჟიშის მერი ზბიგნევ ვლოდკოვსკი და უთენის ვიცე-მერი დაივა პეციონე. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილეს. „გორის მუნიციპალიტეტის მერია ოჟიშის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პოლონეთის წარმატებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება. პროექტის ფარგლებში გორში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ექსპერტები. საქმიან ვიზიტთან ერთად ოჟიშისა და უთენის დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს ,,ღვინის დღისა“ და ,,გორის დღე 2023-ის“ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორულ ცეკვებს. სტუმრები ნუგზარ სხირელის საერთაშორისო ტურნირს ,,Skhireli Cup” -ის საზეიმო გახსნასაც დაესწრნენ. გარდა ამისა, ოჟიშისა და უთენის დელეგაციის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გასაცნობად დაათვალიერეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის სიონი, გორის ციხე და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს გორის ბაგა-ბაღები, ადგილობრივი ოსტატის გივი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი და გორის გოგონათა გუნდის რეპეტიციასაც დაესწრნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა