„ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები „ბათუმი გრანდ მოლშიც“ გაიხსნა

ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ.#29-ში ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრ „ბათუმი გრანდ მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები გაიხსნა. „ვენდის“ ახალი რესტორანი ქ. ბათუმში რიგით მესამე, ხოლო „დანკინის“ მეექვსე ობიექტია.

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში უკვე 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს ფლობს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილის შერჩევა, სადაც ყოველთვის გემრიელ, ახლადმომზადებულ, უმაღლესი ხარისხის მენიუს საუკეთესო ყავასთან ერთად მიირთმევ, ძალიან მარტივია. ფართო ქსელი კი ლეგენდარულ ამერიკულ რესტორნებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში რესტორნების ქსელის სწრაფი განვითარებით, „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყანაში თანამედროვე სარესტორნო ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში. ამასთან, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების რეგიონალური განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვახდენთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და შესაბამისად მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელს ყოველდღიურად მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს 120 სახეობის სხვადასხვა პროდუქტით. ავტომატიზებული საწარმო 2016 წელს შეიქმნა და წარმოების ლოკალიზაციის გზით იმპორტირებული პროდუქტების ჩანაცვლება შეძლო ადგილზე წარმოებული პროდუქციით, რაც, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. საწარმო ბოლო თაობის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს.

„ვისოლ“ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით უკვე 18 ობიექტი ფუნქციონირებს წარმატებით, მთელი საქართველოს მასშტაბთ.

„დანკინის“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას „ვისოლ ჯგუფმა“ ხელი 2014 წელს მოაწერა. 2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს და SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა