ოთარ შამუგია - წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე - აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს, მევენახეები კარგ შემოსავალს იღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი" იმყოფებოდა. საწარმომ, რომელიც სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს.

„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა - აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეები კარგ შემოსავალს იღებენ ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესი წელსაც ორგანიზებულად მიმდინარეობს; პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული. დღეის მდგომარეობით, უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული.

„მეღვინეობა ბარაკონში" საწარმოს მფლობელის კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში მოსავალი დიდი არაა, თუმცა, ხარისხი გასულ წელთან შედარებით, უკეთესია. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი