თუ მოგზაურობა გიყვართ, მაშინ საიმედო მეგზური და საკმარისი საწვავი დაგჭირდებათ. ამიტომ, ჰიუნდაიმ თავის მომხარებლებს განსაკუთრებული, შეთავაზება მოუმზადა.
30 სექტემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ტუსანი ბენზინის ძრავით და საჩუქრად მიიღოთ 1 ტონა საწვავი, რომელიც თქვენს სასიამოვნო მოგზაურობებს უზრუნველყოფს.
როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილზე, ტუსანზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით. შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ თრეიდ ინით და ჩაანაცვლოთ საქართველოს ნებისმიერ შოურუმში შეძენილი ძველი ავტომობილი ახალი ტუსანით.

მოდელი საქართველოში წარმოდგენილია 2.0 სმ³ და 2.5 სმ³ ბენზინის ძრავებით - რომლებიც შესაბამისად გამოიმუშავებს 156 ცხენის ძალას და 190 ცხენის ძალას. კომპლექტაციები მოიცავს როგორც სრული ამძრაობის (4X4), ასევე წინაწამყვან (4X2) ვერსიებს.
Tucson-ი იდეალურია ოჯახური მოგზაურობებისთვის და გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს. ავტომობილი დახვეწილი დიზიანითა და ტევადი სალონით გამოირჩევა, აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედიით და მძღოლის დამხმარე ჭკვიანი სისტემებით.

ინტერიერი აღჭურვილია:
- 10.25 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
- 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
- სრულად სენსორული წინა კონსოლით;
- ღილაკებით მართვადი გადაცემათა კოლოფი;
- 3 ზონიანი კლიმატკონტროლი, Multi Air სისტემით;
- განათება Mood light
- 8 USB პორტით თქვენი ციფრული მოწყობილობებისთვის;
- Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
- სწრაფი უსადენო დამტენით.
- Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერით;
- მძღოლის სავარძლის მეხსიერება;
- პანორამული ჭერით;
Tucson-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:
- სავალი ზედაპირის შერჩევის რეჟიმი - თოვლზე, ტალახსა და ქვიშაზე;
- პირველად კლასში მე-7 ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის;
- ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
- უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
- უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
- დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა ;
- ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
- ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ;
- ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი;
„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე *7799
(R)