რუსთავის მედიათეკაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა

რუსთავის მერიისა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავსტრიული კუთხე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.

„სასიხარულოა, რომ ავსტრიის საელჩოს თანადგომით რუსთავის მედიათეკაში, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთ ლიტერატურასთან ექნებათ წვდომა, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა გავუჩინოთ ახალგაზრდებს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ავსტრიული კუთხის გახსნას, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების'' წევრები, გერმანული ენის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები რუსთავში, სადაც გავხსენი ავსტრიული კუთხე. მოხარული ვარ, რომ ავსტრიული კუთხე მედიათეკაში - ასეთ მშვენიერ სივრცეში გაიხსნა. გარდა იმისა, რომ წიგნები გადავეცით, გვსურს გავაგრძელოთ მედიათეკასთან თანამშრომლობა. გვაქვს პროექტები, რომლებიც გვსურს რუსთავშიც განვახორციელოთ", - განაცხადა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა.

ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიელი მწერლის, როზე აუსლენდერის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა.

„ჩვენი ახალგაზრდებისა და მოსწავლეებისათვის, რუსთავის მედიათეკაში გერმანულენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლიტერატურა მათ საშუალებას მისცემთ კიდევ უფრო კარგად შეისწავლონ ძირძველი ევროპული ქვეყნის ენა, ისტორია, ტრადიციები და კულტურა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ავსტრიის საელჩოს საქართველოში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ავსტრიის საელჩომ, რუსთავის ახალ მედიათეკას, გერმანულენოვანი ლიტერატურა გადასცა საჩუქრად, რითაც თანამედროვე ბიბლიოთეკის წიგნსაცავი გერმანულენოვანი მკითხველისთვისაც საინტერესო გახდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის