სტუ-ს ინსტიტუტის „ტექინფორმის“ მეცნიერი მადრიდში OPEN SCIENCE FAIR 2023-ს დაესწრო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა - „ტექინფორმი“, ღია მეცნიერების გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023, მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გამოფენა ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდა და მასში 35 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ევროკომისიის კვლევების, ინოვაციებისა და ღია მეცნიერების ხელმძღვანელი პირები, იუნესკოს ღია მეცნიერების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის SciSpace დამფუძნებლები, მეცნიერები და მკვლევრები. ღია მეცნიერების გამოფენაში საქართველო „ტექინფორმმა“ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, წარადგინა, რომელმაც პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დაესწრო მმართველი საბჭოს სხდომას, როგორც უკვე ხმის მიცემის უფლების მქონე სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პროფესორ მარინა რაზმაძის თქმით, ინსტიტუტი „ტექინფორმი“აქტიურად თანამშრომლობს ღია მეცნიერების სერვისების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან, პლატფორმასთან თუ საერთაშორისო ქსელთან, როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ტექინფორმი“, მიმდინარე წელს, AMKE OPEN AIRE-ის საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, მისი ოფიციალური წევრი და საქართველოდან პირველი წარმომადგენელი გახდა.

ცნობისთვის, AMKE OPEN AIRE-ი 2018 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევითი ინფრასტრუქტურაა ევროპაში, რომელიც ღია მეცნიერების მიმართულებით სხვადასხვა სერვისს ქმნის და მიზნად ისახავს მისი პრინციპების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. OPEN AIRE-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 35-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან თითოეული ღია მეცნიერების პრინციპების შექმნასა და განხორციელებაშია ჩართული.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. "ტექინფორმი" ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო- კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ