კენგო კუმას კონცეფციით სილქ დეველოპმენტი ბათუმში სილქ თაუერსს ააშენებს

სილქ დეველოპმენტი სილქ თაუერსის პროექტის განსახორციელებლად ცნობილ იაპონელ არქიტექტორთან, კენგო კუმასთან თანამშრომლობს. კომპანიასა და კენგო კუმას სტუდიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. იაპონელი არქიტექტორი სილქ თაუერსის დიზაინზე, კონცეფციასა და გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობს.

გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. სილქ თაუერსის პროექტზე გამოჩენილი იაპონელი დიზაინერი კენგო კუმა მუშაობს, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ეყრდნობა ბუნებრივი ეკოლოგიური მასალების გამოყენებას და გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმას. მასთან თანამშრომლობით საუკეთესო პროდუქტი შეიქმნება. გვინდა, რომ სილქ თაუერსი, და მთლიანად ბათუმი რივიერა, გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იყოს, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლს დაამშვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად და ესთეტიკურად ჰარმონიული სილქ თაუერსის კომპლექსით ბათუმელებთან ერთად ვიამაყებთ.“

იუკი იკეგუში, „კენგო კუმა ენდ ესოშიეთსის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„სილქ თაუერსი ბათუმისთვის გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იქნება. ის სრულად თანხვედრაშია ქალაქის მრავალფეროვნებასთან, ხასიათთან, სანაპირო ზოლთან და კიდევ უფრო ამდიდრებს არსებული ლანდშაფტის კულტურულ და ბუნებრივ თავისებურებებს“.

სილქ დეველოპმენტის პროექტები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თანამედროვე ინოვაციური არქიტექტურით გამოირჩევა. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. თითოეული პროექტის განვითარება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

სილქ დეველოპმენტის შესახებ:

სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

კენგო კუმას შესახებ:

კენგო კუმა ენდ ესოშიეთსს, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა კენგო კუმამ 1990 წელს დააარსა, ოფისები ტოკიოში, პარიზსა და პეკინში აქვს. კომპანიის პროექტები ამჟამად მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კენგო კუმა ცნობილია „ბუნებრივი არქიტექტურით“, რომელიც ბუნებას, ტექნოლოგიას და ადამიანებს შორის განსხვავებულ, ახლებურ კავშირებს აყალიბებს. ამას გარდა, მრავალი წელია, კენგო იაპონიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აკადემიურ საქმიანობას ეწევა, არის არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. სხვა ღირსშესანიშნავ პროექტებთან ერთად, კენგო კუმას ეკუთვნის იაპონიის ეროვნული სტადიონის დიზაინი, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის აშენდა. მისი კომპანიის ხედვა ითვალისწინებს მდგრად არქიტექტურას, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების გამოყენებასა და გარემოში ჰარმონიულ ინტეგრირებაზეა ორიენტირებული. https://kkaa.co.jp/en/

(R)

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს