ნათია თურნავა - ემიგრანტების ოჯახები, მეზღვაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები და სხვა პირები ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ

ოჯახებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ შემოსავლებს, მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს, ყველას ვისაც ძირითადი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში, ეს შეზღუდვა მოეხსნებათ და ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უქმდება.

„მოგეხსენებათ, არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და მათ 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლოთ. ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთლად სამართლიანი. იმიტომ, რომ ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. ეს შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ, მოიხსნება. ეს, ჩვენი აზრით, უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო, ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება,

200 000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. სებ-ის ახალი ჩანაწერის მიხედვით კი, მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, თავისუფლად შეეძლებათ ნებისმიერი მოცულობის სესხი მათთვის სასურველ ვალუტაში აიღონ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა