ლევან ბეჟაშვილი - დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ცდილობენ ბოლომდე გააგრძელონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის პროცესისთვის ხელის შეშლა.

ამასთან, ბეჟაშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის არცერთი პასაჟი, არცერთი წამი არ დაეთმო ბიძინა ივანიშვილს, მისი ოლიგარქიულ მმართველობას.

„განცხადებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ გააკეთეს ადასტურებს, რომ ბოლომდე აგრძელებენ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ხელის შეშლას და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის ფარგლები შემოსაზღვრონ. რეალურად, მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დააწერინეს შესაბამისი დასკვნა, დაადგენინეს, რომ პრეზიდენტის მოქმედებებში არის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და ბუნებრივია, შემდგომ ამით ისინი შეზღუდავენ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების კუთხით.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტის როლი გამოკვეთოს, როგორც ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ევროინტეგრაციისათვის იბრძვის და პოლიტიკური კაპიტალი ამ მხრივაც დააგროვებინოს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებით და დღევანდელი მისი გამოსვლის არცერთი პასაჟი, არცერთი წამი არ დაეთმო სწორედ ბიძინა ივანიშვილს, მისი ოლიგარქიულ მმართველობას, რომ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის, ამიტომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა თავის მხრივ, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება