რომან გოცირიძე - ითქვა, რომ პრეზიდენტი „კოჭლი იხვია“ - მე რომ გითხრათ, თქვენი პრემიერი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, კოჭლი ინდაურის „წიპიაა“, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა?

ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“ - მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, კოჭლი ინდაურის „წიპიაა“, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომხსენებელს, დავით სონღულაშვილს.

გოცირიძის თქმით, თუ კონკრეტულ სიტყვას კრიტიკული ტელევიზია იტყვის, შეიძლება ეს უხამსობად ჩაითვალოს, ხოლო თუ პროპაგანდისტული სამთავრობო არხები იტყვიან, ხელისუფლება ამას პოლიტიკურ ტერმინად ჩათვლის.

„ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართლიანობის პრინციპი, არ არსებობს სასამართლო. დღეს არსებული ნორმის მიხედვითაც კი უამრავი დეპუტატი უნდა იყოს სხვადასხვა ფორმით დასჯილი, ზოგიერთი ხულიგნობისთვისაც. აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა?

სიტყვისთვის კი არა, ფიზიკური ზემოქმედების გამოც არავინ ისჯება. ამაშია მთელი უბედურება. ერთ შემთხვევაში, სიტყვა, თუ ამას კრიტიკული ტელევიზია ამბობს, შეიძლება უხამსობად ჩაითვალოს, ხოლო თუ პროპაგანდისტული სამთავრობო არხები ამბობენ, შეიძლება პოლიტიკურ ტერმინად ჩათვალოთ.

ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, კოჭლი ინდაურის წიპიაა, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინია და ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ასე თქვა, მე კი ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები. თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ, ხოლო თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც ერთი და იმავე საზომით განსჯა არ არსებობს, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი ხდება, ამიტომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე