საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.

„არ ვართ ჩვენ საკამათოდ მოსული. მინდა პოლიციას გავაგებინო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელშიც გვიკრძალავენ მშვიდად გადავადგილდეთ. ჩვენ თქვენთან საჩხუბრად არ ვართ ჩამოსულები“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ქვები ესროლეს.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი ცდილობენ, მხარეები ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა