14.07.2025 / 09:02
ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია შვეიცარიაში გაერო-ს რეგიონულ კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაეროს რეგიონულ კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებებსა და არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხებს უკავშირდება. ამასთანავე, კონფერენციაზე საუბარია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და პოლიტიკური ჩარჩოების არსებობაზე.

„გარკვეული პროგრესის მიუხედავად, განსაკუთრებით საყურადღებოა გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკის გაძლიერება.

კონფერენციაზე თემატური სესიები დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან როგორიცაა - უთანასწორობა; მოსახლეობის დაცვა; რეპროდუქციული ჯანმრთელობა; მოსახლეობის დინამიკა და მდგრადი განვითარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ