გიორგი ბოტკოველი - სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან

სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

ბოტკოველის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება შედეგზე გავა, რადგან სუს-ი არა გამოძიებით, არამედ „გაპრავებით“ არის დაკავებული.

„მთავარი რამ, თქვა ფარცხალაძეზე არის ეს - „კარგით რა მოვრჩეთ ახლა, ეგ თემა აღარ არის საინტერესო“. სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღიარებული ჯაშუში. შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მათ უწყებებთან პარტნიორობს. ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“. მტკიცებულებების მოპოვება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის საკითხი, მაგრამ ორივე უწყება თავიდან ბოლომდე ფარცხალაძეზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება მათ რაიმე გამოძიების შედეგი დააყენონ“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მიიღეს. ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

ლილუაშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება. როგორც სუს- ის ხელმძღვანელმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძემ ჩვენების მიცემის მეორე დღესვე დატოვა საქართველო. ამასთან, ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული რამდენიმე კითხვის შემდეგ, ლილუაშვილმა აღნიშნა - „იმდენი საფრთხეები და რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის