გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლასთან აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაახშოს საზოგადოებრივი პროტესტი. მათ ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა, დაემუქრნენ მოსახლეობას, რომ ვერ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, აშანტაჟებენ საკუთარ მოსახლეობას, რათა არ ამოიღონ ხმა, თორემ დაისჯებიან - „ქართული ოცნების“ დეპუტატები ასრულებენ პირდაპირ სუს-ის დავალებას და არც იციან, ხელი რაზე მოაწერეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს წევრმა, აკიფ ისმაილოვმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციითვე, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლასთან აქცია გამართეს, სადაც „ქართული ოცნების“ მომხრეები მივარდნენ და აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქესალოში არსებული სკოლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ და მისი გასაყიდი ობიექტების ნუსხიდან ამოღებას ითხოვდნენ.

„ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრების, მათ შორის ამ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდა, მოვიდნენ პროვოკაციით, რომ თავი გაემართლებინათ, მაგრამ ეს ფაქტი, რაც არსებობს, ამას ვერავინ ვერ გაექცევა, ისინი უბრალოდ ასრულებენ სუს-ის დავალებებს, არც იციან რაზე მოაწერეს ხელი“, - განაცხადა აკიფ ისმაილოვმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის ვასო ურუშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებრივი პროტესტი ჩაახშოს.

„ისინი ცდილობენ ჩაახშონ საზოგადოებრივი პროტესტი, მათ ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა, მოუვარდნენ ადგილობრივებს, ეუბნებოდნენ: ვინც აქ ხართ, ვერავინ მიიღებთ სოციალურ დახმარებას ანუ პირდაპირ მუქარა იყო, ისინი პირდაპირ აშანტაჟებენ, ჩადიან დანაშაულს სახალხოდ, კამერების წინ და მოუწოდებენ საკუთარი ქვეყნის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ არ ამოიღონ ხმა, თორემ დაისჯებიან“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მხოლოდ „ქოცს“ თუ მოუვა თავში ის, რომ საგანმანათლებლო სივრცეს ტერიტორია წაართვას და კომერციული ობიექტი ააშენოს“.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა საშუალო სკოლის ტერიტორიის ნაწილი. მხოლოდ „ქოცს“ თუ მოუვა თავში ის, რომ საგანმანათლებლო სივრცეს წაართვას ტერიტორია და აქ კომერციული ობიექტი ააშენოს. ასეთ სიგიჟეში გვიწევს ახალ იმის მტკიცება, რომ ეს არ შეიძლება და სწორედ ამას ითხოვს ქესალოს მოსახლეობაც და ჩვენ მათ გვერდზე ვდგავართ და ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოზე, როდესაც ეს საკითხი დადგება დავიცვათ ხალხის პოზიცია და მივცეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება, რომ სკოლის ნაწილი გაყიდოს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანარ დურადივის თქმით კი, სკოლის ცენტრალური შესასვლელი, სპეციალურად გახსნეს გზის მხრიდან, რაც თვითონ სკოლის მოსწავლეებსაც პრობლემებს და საფრთხეს უქმნის.

„მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ სკოლის ტერიტორია არ გაიყიდოს. ამით არის დაკავებული დღევანდელი „ქართული ოცნება“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი დავით კარგარათელი. არა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, არამედ პირიქით, ფიქრობენ, როგორ გაასხვისონ მოსახლეობის ქონება“, - განაცხადა ანარ დურადივმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა