ანა ნაცვლიშვილი დარჩიაშვილს - შემთხვევით, ისე ხომ არ მოხდა, რომ თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით გაიგეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აწერდა ხელს?

რატომ მოაწერეთ ხელი ისეთ დოკუმენტს, სადაც საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის შესახებ არაფერი წერია?! - თითქოს ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ არსებობს! - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების საკითხზეა მიწვეული.

ნაცვლიშვილმა დარჩიაშვილისგან მოითხოვა პარლამენტსა და საზოგადოებას ყველა ის სამუშაო დოკუმენტი და ოქმი გააცნოს, რომელიც შეთანხმების ხელმოწერამდე მომზადდა და გაიგზავნა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამ კონტექსტში განმარტა, საინტერესოა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდიდა თუ არა პრემიერს იმ შინაარსის დოკუმენტებს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთიც აღიარებდა.

„დღევანდელი ინტერპელაცია ჩინეთზე არ არის - ინტერპელაცია არის პარტია „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესს არ მიჰყვება და ქართველი ხალხი ინტერესს არ ემსახურება. აქ ჩინეთი არაფერ შუაშია - აქ გასარკვევი და გასარჩევია თქვენი საქმე! როგორ მოაწერა ოკუპირებული სახელმწიფოს ხელისუფლებამ ისეთ შეთანხმებას ხელი, სადაც მეორე მხარე - ვინც არ უნდა იყოს ის - ერთ სიტყვასაც არ ძრავს იმის შესახებ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აღიარებული აქვს გაეროს, აშშ-ს, ევროკავშირს და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ და რა ფორმით ჩაგაყენეს საქმის კურსში?! - შემთხვევით, ისე ხომ არ მოხდა, რომ თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით გაიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან ამ ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობას აწერდა ხელს? ჩინეთთან გაფორმებული დოკუმენტი არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციას და შესაბამისად, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო პარლამენტია - მასზე ზემოთ არც პრემიერი და არც მთავრობა დგას. რატომ არ იყო განხილვისა და მსჯელობის საგანი პარლამენტში ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ, ვიდრე ასეთ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა“, - მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრსა და სახელისუფლო გუნდს ან ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა