ხატია დეკანოიძე - მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი დაექვემდებაროს მუქარას და შანტაჟს - არც ის მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასმაგი თამაში

„ევროოპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ

დაექვემდებარება „მუქარას და შანტაჟს“.

როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ პროკურატურის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებებს არ შეზღუდავს.

„იმედია, არ შეზღუდავს. როდესაც პროკურატურის შესახებ ბატონი კობახიძის განცხადება გაჟღერდა, დამირეკეს კონსტიტუციაში ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა, ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა იურისტებმა და მითხრეს, რომ არ არსებობს, რაც არ უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი. მეც დავეჭვდი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ალბათ რაღაც ვერ გაიგეს კარგად, კი იქებენ თავს, რომ კონსტიტუცია კარგად იციან, მაგრამ ამ დროს, ერთ საათში გაკეთდა განცხადება, რომ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი მერე აღვძრავთ საქმესო. ეს არის მუქარა, შანტაჟი. სიმართლე გითხრათ, მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი დაექვემდებაროს ამ მუქარას და შანტაჟს. ყოველ შემთხვევაში, ვნახავთ, გამოჩნდება. მე არც ის მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასმაგი თამაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ის რაღაც პროდასავლურ ანტურაჟზე არ ფიქრობს, უბრალოდ არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი, ასეთი ყაიდის მმართველობა აქვს. ამიტომ, გამოჩნდება, ვნახოთ.

პრეზიდენტს პოზიციები აშკარად გაუძლიერდა. „ქართული ოცნება“ რასაც ფიქრობდა ეს არ იყო იმპიჩმენტი, მათ არ უნდოდათ გადაყენება, იცოდნენ, რომ 100 ხმა თეორიულადაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან რაღაც ურთიერთბრალდებებისა მე არასდროს ვიზიარებდი მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება მართლა შესულიყო და ხმა მიეცა. ეს ნამდვილად მძიმე იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მათ სჭირდებოდათ პრეზიდენტი, რომელსაც ანტიკონსტიტუციურის იარლიყი ექნებოდა. ეს სჭირდებოდათ პროპაგანდისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება