ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა. საერთაშორისო ფესტივალს ქუთაისი მესამედ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კინომოყვარულები.

„ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება და ქუთაისი, როგორც კინოსაფესტივალო ქალაქი, მსოფლიო კინემატოგრაფიის რუკაზე მონიშნულია!

ქართული კინოს აკვანია ქუთაისი და ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ ეს კინოფესტივალი სწორედ ჩვენს ქალაქში დაარსდა. კინოსამყაროს ბევრი დიდებული სახელი და მოვლენა უკავშირდება ქუთაისს და ამ ფესტივალის დამსახურებით კიდევ მრავალი ლეგენდა შეემატება ქალაქს.

ფესტივალს აქვს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უპირობო მხარდაჭერა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან ერთად, ჩვენ შევძელით მაღალი დონის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზება.

წარმატებულ და საინტერესო დღეებს ვუსურვებ ქუთაისის მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მონაწილეებს!"- განაცხადა თამარ დახუნდარიძემ.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ფეოლა".

„ფესტივალი ქუთაისის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით, TBC კონცეპტისა და "თეგეტა ჰოლდინგის" მხარდაჭერით ტარდება.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ "საქართველოში" მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას კინემატოგრაფისტებისთვის: მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და გაიმართება ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები.

ფესტივალზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს - "ოქროს დინოზავრს" მიიღებენ.

დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, კინოთეატრ „საქართველოში" ჩატარდება ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა