გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დღეს გავხსენით და დავათვალიერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს. სკოლა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს არის ის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და პირველი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში გაცილებით უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და უკეთეს შედეგებს. მინდა, მივულოცო სამტრედიას, მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას ასეთი განახლებული ინფრასტრუქტურა და ვუსურვო მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება”, - განაცხადა ამილახვარმა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება ჯამში 4 312 770 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა საკლასო ოთახები, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტული მოედნები და გარე სივრცეები. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ამჟამად, სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლაში 360 მოსწავლე ირიცხება. სკოლას ჰყავს 34 პედაგოგი, აქედან 1 მენტორი და 7 წამყვანი მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა