ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ, მათ რამდენიმე წუთით ფრიდონ ხალვაშის ქუჩა გადაკეტეს.

შეკრებილები აჭარის მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს საგარანტიო ხელშეკრულება გაუფორმდეთ, რომლის თანახმად, ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.

“აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ღია ცის ქვეშ ვცხოვრობთ. თითოეული ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. გაგვიფორმდეს ხელშეკრულებები, 15-დღიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ თითოეულ ოჯახთან მოვიდეს და გაფორმოს ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მთავრობასთან”,- აღნიშნეს შეკრებილებმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის