შუახევის მუნიციპალიტეტში  სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა" გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და შუახევის მცხოვრებლებს დღესასწაული მიულოცა.

აჭარის მთავრობის ცნობით, დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო.

„მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია. ,,შუახევობა" საზეიმო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

შუახევობის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა