ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს, ორი კი ტერიტორიიდან განარიდეს, აღნიშნული პირები ბათუმი ხელვაჩაურის დამაკავშიდებელი ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის წარმომადგენელი მივიდა, იგი არსებული სიტუაციას გაეცნო.

მოსახლეობის თქმით, მთავრობის წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ ათი დღის განმავლობაში მათ მოთხოვნას შეისწავლიან.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე წუთით ფრიდონ ხალვაშის ქუჩა გადაკეტეს.

შეკრებილები აჭარის მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს საგარანტიო ხელშეკრულება გაუფორმდეთ, რომლის თანახმად, ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება