ქუთაისში სითითონი ჩატარდა

ქუთაისში სითითონი დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და პროექტები. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი დღის განმავლობაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში, 20-ზე მეტი გუნდი ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრის გზებს ეძებდა.

ჰაკათონის მონაწილეებმა, 36 საათის განმავლობაში, იმუშავეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე და ჩამოაყალიბეს ახალი, ინოვაციური ხედვები და მიდგომები.

სითითონის მონაწილეებს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე, თამარ დახუნდარიძე, გერმანიის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ავთო კასრაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე შეხვდნენ.

„გავეცანი ჰაკათონის მიმდინარეობას, ვესაუბრე მონაწილეებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები, სოციალური მომსახურება - ამ თემებზე სითითონის მონაწილეებმა საინტერესო და ორიგინალური პროექტები წარმოგვიდგინეს. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს! მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის პარტნიორებს: USAID-ს, ევროკავშირს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისათვის!“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ორდღიანი მუშაობის შემდეგ ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ - „პორტალი“ (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინოვაციური წარდგენა) და „თაიმ თრიფსი“ (საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ მგზავრთა საინფორმაციო უზრუნველყოფა).

რჩეული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოავლინა - გუნდი „ქუთაისელი მასპინძელი“, რომლის იდეაც თანამედროვე გიდების მომზადების თემას უკავშირდება. გამარჯვებული გუნდები ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.

სითითონი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით განხორციელდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით