აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„მუნიციპალური ფორუმი 2023“ აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები იღებდნენ.

„ფორუმის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა