მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიაზე - მილიონობით რუბლს რომ იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება

გამოწვევაა რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ამ ქვეყანას ოკუპირებული, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა და არა მხოლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნის არჩევნებში შეიძლება შესაძლო ჩარევა იყოს რუსეთის და ჩვენთან ბუნებრივია ეს გამოწვევაა, ოღონდ ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ეს კიდევ მეორე საკითხია, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევის თაობაზე.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ანტირუსად იმ ოჯახის წარმომადგენელი გვევლინება, „რომლის ოჯახიც მილიონობით რუბლს იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ თემის გაშუქება მედიის მიერ არ ხდება“.

„როცა რუბლები მიდის ვიღაცების ჯიბეებში და საერთოდ არ იმჩნევთ, იქ რა ხდება, ცოტა ღრმად უნდა შევიდეთ ამ საკითხებში. ლაკა ხოშტარიაზე ვსაუბრობ. მილიონობით რუბლს იღებს. საერთოდ, ჩემი ეს ინტერვიუ, დიდი შანსია, რომ თქვენს ეთერებში არ მოხვდეს, რადგან ამას ბლოკავთ ხოლმე, არ ეუბნებით საზოგადოებას. ალბათ ასჯერ მექნება იგივე სიტყვები ნათქვამი და ერთხელ ან ორჯერ შეიძლება იყოს გაშუქებული თქვენ მიერ. უმალავათ საზოგადოებას, რომ მილიონობით რუბლს იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვინც ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება ხოლმე. აი ასეთი სამმაგი, ათმაგი და ასმაგი სტანდარტის გამტარებლად გვევლინებიან ჩვენი ოპონენტები დღეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის