ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა

23-24 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. მან მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მათივე ცნობით, წლევანდელი ფორუმის თემა „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ იყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები. ისაუბრეს, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმზე შეიკრიბა მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ელჩები, ჩამოსული სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

„ორი დღის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს. ღონისძიებაზე ბიზნესის, მთავრობის, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროფესიების დაუფლების მხრივ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის კუთხით. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის და მოხარულია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და შესაბამისი პლატფორმა შექმნას აქტუალურ და საჭირო თემებზე სადისკუსიოდ“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

ფორუმის ფარგლებში KIU-ს ეწვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი მომავალი აქვს როგორც კვლევითი, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. KIU ინოვაციების ბიზნეს ფორუმი ტარდება იმისათვის, რათა წარმოვაჩინოთ კავშირი აკადემიურ სფეროსა და ბიზნესს შორის. საერთაშორისო უნივერსიტეტების მიზანია, შექმნან კომპანიების ხერხემალი, სამეცნიერო პროგრესითა და კვლევებით. ეს არის KIU-ს მისიის ნაწილიც“, - განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, KIUInnovate ბიზნეს ფორუმი წელს TUM International-თან პარტნიორობით, KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

„მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმი თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას დღეს. ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტები კი მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.

KIUInnovate-ის შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU თავისი სამეწარმეო სტრატეგიითა და საქმიანობით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად რეგიონი, ინოვაციების ჰაბად.

KIU-ს სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი წლის წინ, გერმანელ პარტნიორებთან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (TUM) და TUM International GmbH-თან ერთად შეიმუშავა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს KIU-მ დააფუძნა KIUInnovate - ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს KIU-ს მისიას - გახდეს ქვეყნის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი და შექმნას წარმატებული ინოვაციების ეკოსისტემა საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovations

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა