ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია ცოტა ხნის წინ ახმეტა ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

სწრაფად მოძრავი „ლენდ როვერის“ მარკის მანქანა, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა