სერგო ჩიხლაძე - ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, ეს შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენებს შეხვდნენ და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, აშშ, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქართველი ერის მხარდასაჭერად.

„ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა კონგრესში. კონგრესმენებთან მთავარი საკითხი, რასაც განვიხილავთ, არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. სტრატეგიული ხელშეკრულება გვაქვს, მაგრამ რეალურად ეს როგორ უნდა შესრულდეს, როგორ უნდა გაღრმავდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას - განსაკუთრებით იმ გამოწვევების ჭრილში, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, რეგიონში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში და იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, სამწუხაროდ, თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით.

ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, იქნება ეს ეკონომიკური დახმარება, ტერიტორიების არაღიარების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით - ამაზე ჩვენი მთავარი და ყველაზე ახლო პარტნიორი, აშშ დღეს მზად არის, კონგრესი მზადაა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და საქართველოს ინტერესების მხარდამჭერი რეზოლუციების დასაინიცირებლად და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადასადგმელად და ეს ინტერესი და შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს