თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მათივე ცნობით, გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი და შესაბამისად ის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35, 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს.

,,ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული

ამასთან, განმარტავენ, რომ 35, 8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში