თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტმა 51 მლნ ლარს გადააჭარბა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გულის ქირურგიის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტების დაფინანსება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით 2 260 ბენეფიციარი ისარგებლებს.

„გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გული ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი პოლიკლინიკის და სასწრაფო და გადაუდებელი ცენტრის მშენებლობა.

„ბათუმის არსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება პედიატრიული განყოფილება. პირველ სართულზე, ყველაზე დიდ ფართზე მოეწყობა მიმღები და შესაბამისი განყოფილებები, რათა კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და მოქალაქეებზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს