თორნიკე რიჟვაძე - აჭარის გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეფექტურად განხორციელდება ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი, გაგრძელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები.

„ახალი ბიუჯეტით 95 ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება, ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას. ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა რიჟვაძემ.

2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება.

გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები. 1500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, 7 175 000 ლარია გათვალისწინებული.

„იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება. ინფრასტრუქტურის ჭრილში 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ასევე, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა. ახალი სპორტული მოედნები დაემატება რიგ მუნიციპალიტეტებს. ასევე, სპორტული ფედერაციები უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებენ, რაც შეეხება სპორტსმენების წახალისებას. ამ მიმართულებითაც გაიზარდა საპრიზო ფონდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები, როგორც ოლიმპიადებზე, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისარგებლებენ გაზრდილი საპრიზო ფონდით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიება დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს