ნინო ლაცაბიძე - რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სამუშაოები რუსთავში წლების განმავლობაში არსებულ წყლის პრობლემას მოაგვარებს.

„რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება. ჩვენ ჩართულები ვართ მონიტორინგის პროცესში და აქტიურად ვადევნებთ თვალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც 16 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, აუცილებლად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც ჩვენ ქალაქში წლების განმავლობაში გვქონდა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, მათი მიზანი რუსთავში 24 საათიანი წყალმომარაგებაა.

„სამუშაოების მასშტაბურობა ადგილზე კარგად ჩანს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ რუსთავს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ამ მაგისტრალური ქსელის მშენებლობის დღიდან, ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

„მდინარე ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენი რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია. სწორედ აღნიშნული ქსელის მეშვეობით მიეწოდება ქალაქს ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყალი. ამორტიზებული წყალსადენის ხშირი დაზიანება კი რუსთავში წყალმომარაგების შეფერხებას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი როგორც კომპანია GWP-ში აცხადებენ, რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ხრამის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე პროექტში, კომპანია GWP 16 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს