ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლა მოინახულეს, ბოლნისის მუზეუმი დაათვალიერეს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნეს და ქვემო ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანული ხალიჩების მქსოველის ნამუშევრებს გაეცნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ლია გიგაურთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გამართეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა