ნიკოლოზ სამხარაძე - წელიწადნახევარია იმას ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები, ევროპელ პარტნიორებს თხოვენ, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი

ბოლო წელიწადნახევარია იმას ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ლელო“-დან ბრიუსელში, თბილისში თუ სხვადასხვა ქალაქში, როცა ისინი ვიზიტით ჩადიან, ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, სამნიძის აღიარება ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არ იყო.

ეს, „ყურით მოთრეული“ თემა და ჭორები არ იყო, არც გამონაგონი იყო, ჩვენ ეს ვიცოდით და ზუსტად ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ვიცოდით, რომლებიც ამას გვეუბნებოდნენ. სამნიძის აღიარება პირველი არ არის. რამდენიმე თვის წინ ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემაც თქვა. იმედია, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხმას ასევე აიმაღლებენ და საჯაროდ იმ პირებს დაასახელებენ, რომლებიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - იმიტომ, რომ დღევანდელ მოცემულობაში სტატუსის წინააღმდეგ გამოსვლა პირველ რიგში ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და მეორე რიგში - ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია. როცა საზოგადოებას ვუმალავთ იმას, თუ ვინ არის ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგე და მიდის ღალატზე, ესეც თავისთავად დანაშაულია. ვინც იმ შეხვედრებზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად არიან, შეხვედრებს ესწრებიან, უნდა გამოვიდნენ და ღიად თქვან, ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან.

საზოგადოებამ ამ ადამიანების ვინაობა უნდა იცოდეს, რადგან ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ კარგია, თუ იმ ადამიანებს თავად დაასახელებენ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის“, - განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძის თქმით, ოლივერ ვარჰეის განცხადება იმედის მომცემია, რომ საქართველოს დეკემბრის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ექნება.

მისი თქმით, ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს.

„ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს. სჯობს, დაველოდეთ, ჯერ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და შემდეგ ევროსაბჭოს სამიტს, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება. იქ საბოლოოდ დადასტურდება ჩვენი იმედები და პოზიტიური განწყობა. ის რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში