ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ ჩატარდა

ბსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევების შედეგებზე სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინეს 100-ზე მეტმა ქართველმა, ამერიკელმა, ინგლისელმა, უკრაინელმა, ბელგიელმა, რუმინელმა, ლიეტუველმა, ლატვიელმა, პოლონელმა და აზერბაიჯანელმა მკვლევარმა.

„კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, აჭარის. ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი, კრანფილდის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მიწოდების ჯაჭვისა და ლოჯისტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიხაილ ბოურლაკისი, მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების უმაღლესი სკოლის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია რიაშენკო და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟანეტა სიმანავიჩინე.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:

  • ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
  • დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში;
  • ფინანსური ეკონომიკა;
  • განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;
  • COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე;
  • გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები; სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები;
  • რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
  • ბიზნესის განვითარების პრობლემები;
  • ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;
  • სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;
  • ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.

კონფერენციაზე ბსუ-ს პარტნიორობას უწევს ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი უნივერსიტეტი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტი, კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენციის პარტნიორები არიან აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა