ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო - პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას

გვესმის, რომ ოპოზიცია განაწყენებულია, თუმცა ევროკავშირის ელჩის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დროს, როცა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის [მაუწყებლობის შესახებ] მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მათთან შეგვეთანხმებინა ამ კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა.

ელჩმა დაადასტურა ის, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე, სამუშაო პროცესიც კოორდინირებული იყო ევროკომისიასთან. ასეთ დროს გვესმის, რომ ოპოზიცია განაწყენებულია, თუმცა ელჩის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დროს, როცა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ჰერჩინსკიმ ალბათ, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე იხუმრა, რომ მედიის სანქცირების კანონი მოეწონა“.

„მედიის და კარვების კანონი, იუსტიციის საბჭოში „ქართული ოცნების“ აქტივისტის არჩევა არ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს