ამბროლაურის კულტურის ცენტრში სპექტაკლის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ პრემიერა გაიმართა

25 ოქტომბერს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს’’ პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, რეჟისორ გელა ისიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ლილიანა მხეიძე, ლადო გოგოლაძე, გელა ისიანი, ივანე ცაგურიშვილი, ელისო გელოვნიშვილი, ქეთი ფოფხაძე და დათო დაუშვილი.

„სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი