მირიან მირიანაშვილი - ანაკლიის პორტი არ აშენდება, სანამ არ მოხდება ამ თემაზე ამერიკულ-ჩინური სერიოზული, ღია, ან ფარული გარიგება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, ტვჯორჯიან ტაიმსში“ მოვკარი თვალი თქვენს ერთ-ერთ გადაცემას. ბოლო გადაცემაში თქვენს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა დაგკავშირებოდით.

თქვენ საინტერესოდ საუბრობთ „ახალ რეალობაზე“ როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენს საშინაო პოლიტიკაში. მოდით, საუბარი მსოფლიოში არსებულ „ახალ რეალობაზე“ დავიწყოთ.

თქვენი დაკვირვებით როგორია ის „ახალი რეალობა“, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება?

- მსოფლიოში ცვალებადობის ტრენდი პირველ რიგში ჩართულია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. თუ ჩვენ რეგიონებს მივადევნეთ თვალს, დავინახავთ, რომ ცვალებადობების სიჩქარე დრამატულია. ამ კონკრეტული ისტორიულ მომენტისათვის ასეთი დრამატულობა ახასიათებს მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს.

ანუ, ეს გლობალური ტრენდი არის ჩვენთან და ეხება მეტწილად კავკასიასაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინა და კავკასია არიან ამ დრამატული ცვალებადობების ავანგარდში. არსობრივი თვალსაზრისით ეს ყველაფერი მომდინარეობს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გლობალურ ძალებს უნდათ პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთის გავლენების ამოძირკვა. არა მარტო პოლიტიკურის, არამედ, ეკონომიკური, საფინანსო და ასე შემდეგ.

არსობრივი თვალსაზრისით ეს ყველაფერი მომდინარეობს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გლობალურ ძალებს უნდათ პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთის გავლენების ამოძირკვა. არა მარტო პოლიტიკურის, არამედ, ეკონომიკური, საფინანსო და ასე შემდეგ

ძალიან ბევრი რამის კატალიზატორი რუსეთის პოლიტიკური ელიტა აღმოჩნდა, რომელსაც მოუნდა რევანში წარსულში წაგების შემდეგ. მოუნდა ისევ გლობალური იმპერიის კონსტრუირება. მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებიდან ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ, ახლა გვაქვს ის, რაც გვაქვს. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება სახმელეთო ტრანსკონტინენტური ვაჭრობ. საქმე არაა მხოლოდ „აბრეშუმის გზაში“, რაზეც ჩვენთან ბევრს საუბრობენ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც 3%-ით იზრდება, შეუსაბამობაშია ვაჭრობის ზრდასთან, რომელიც 15%-ით იზრდება. მაგალითად, შარშან მოხდა 4 ტრილიონით ზრდა მსოფლიო ვაჭრობის. ეს ხუთჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის ზრდა. შემდეგი 12-15 წელი ასეთი იქნება მსოფლიო ტრენდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ვაჭრობა შემდეგი 10 წელში გაიზრდება 40 ტრილიონი დოლარით.

ამას, არანაირი ძველი საზღვაო კომუნიკაციები არ ჰყოფნის. კატასტროფული ტემპებით დაიწყო სახმელეთო გზების ძიება. ფაქტობრივად საუბარია იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე და პირველ რიგში კავკასია ექცევა სატრანზიტო გადაზიდვების ეპიცენტრში. ამ ბერკეტების რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში დატოვება არავის უნდა. მათთვის ამ ბერკეტების დატოვება ზრდის რუსეთის შესაძლებლობებს.

კატასტროფული ტემპებით დაიწყო სახმელეთო გზების ძიება. ფაქტობრივად საუბარია იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე და პირველ რიგში კავკასია ექცევა სატრანზიტო გადაზიდვების ეპიცენტრში. ამ ბერკეტების რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში დატოვება არავის უნდა. მათთვის ამ ბერკეტების დატოვება ზრდის რუსეთის შესაძლებლობებს

რევოლუციური კატაკლიზმების გარეშე ამ მოცემულობიდან, სხვა მოცემულობაში გადასვლა არის შეუძლებელი. ის „ახალი რეალობა“, რომელიც მომავალში იქნება, დრამატული ცვლილებების გარეშე ვერ მოხდება.

- თქვენ თქვენს გადაცემაში ისაუბრეთ იმაზე, პრეზიდენტ ბაიდენი ცდილობს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდეს უკრაინის ფრონტებზე ცვლილებები...

- დიახ, ასეა. ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს აქვს თავისი ვადები და წითელი ხაზები. დედლაინების გარეშე არანაირი საგარეო აქტივობა არ ხდება. აშშ-მ ძალიან სერიოზული ინვესტიციები ჩადეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. და უნდათ, რომ მას წინასაარჩევნო პოლიტიკური პოზიტივი ჰქონდეს.

აშშ-მ ძალიან სერიოზული ინვესტიციები ჩადეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. და უნდათ, რომ მას წინასაარჩევნო პოლიტიკური პოზიტივი ჰქონდეს

ოპონენტის პოლიტიკურ დედლაინს თუ ვერ ხვდები, ნიშნავს რომ ამ პროცესიდან ხარ ამოვარდნილი. საქართველოს ხელისუფლებას დედლაინების შეცნობის უნარი ფიზიკურად არ აქვს.

მომავალი წლის გაზაფხულიდან 3-4 თვის განმავლობაში იქნება ძალიან სერიოზული აქტივობა უკრაინაში, იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება ბაიდენმა წარუდგინოს ამერიკის ამომრჩეველს, როგორც მომხდარი წინასაარჩევნო აქტი.

- რადგან, ჩვენთან აშშ-ს ექს-პრეზინდენტ ტრამპს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი აღმოაჩნდა, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის შანსებზე უნდა გკითხოთ. როგორია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის შანსები?

- ერთი წლის წინ მე ხელში ჩამივარდა სერიოზული გამოკვლევა, რომელიც იკვლევდა ტრამპის მომხრეების ეთნიკურ შემადგენლობასა და ტრამპომანიის ინდექსს. ტრამპის მედიური და პროპაგანდისტული ვირუსი ბევრ ხალხებს შეეხოთ. კვლევაში ნახსენები იყო რამდენიმე ინდიური რეზერვაცია, ასვე ბრაზილიელი და ვენესუელელი ინდიელები. სადღაც ამ 20-ში აღმოჩნდნენ ტრამპის ქართველი გულშემატკივრები.

მომავალ არჩევნებზე ტრამპს გამარჯვების არანაირი შანსები არ აქვს. ტრამპი არის 91 პუნქტით ბრალდებული. ეს სასამართლოები 11 შტატში უნდა გაიმართოს. საქმეები გაერთიანებულია დაახლოებით 46 საქმეში. ტრამპი ამ წლის მანძილზე მხოლოდ სასამართლო პროცესებში იქნება გართული.

ტრამპი 91 საქმეშია ბრალდებული. ეს სასამართლოები 11 შტატში უნდა გაიმართოს. საქმეები გაერთიანებულია დაახლოებით 46 საქმეში. ტრამპი ამ წლის მანძილზე მხოლოდ სასამართლო პროცესებში იქნება გართული

ტრამპი წარმოუდგენელი მასშტაბის ფიგურაა. ტრამპი ოსტაპ ბენდერია მეოცე ხარისხში აყვანილი. მისთვის ჩვეულებრივი ადამიანის დაბოლების რესურსი ფენომენალურია. ეს ცნობილი ფაქტია. ამიტომ, ტრამპის სასამართლოებზე ნაფიც მსაჯულებსაც კი არჩევენ ჰიპნოსისადმი შეუღწევადობის ადამიანებისგან.

თვლიან, რომ ტრამპს ჰიპნოზის უნარიც აქვს. ასეთ თადარიგ დაჭერილ პროცესში ჩაჭედილი ტრამპი როგორ უნდა დარჩეს თავისუფლებაში და თან როგორ უნდა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და როგორ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ამის თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავ.

- თქვენ ყურადღებას ამახვილებთ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებზე. თბილისში იმართება ფორუმი „აბრეშუმის გზა“, ამის პარალელურად ბრიუსელში ასევე იმართება ფორუმი „გლობალური კარიბჭე“.

გასაგებია, რომ „შუა დერეფანი“ ჩვენი ინტერესის სფეროში შედის. თქვენ გამოთქვით საინტერესო მოსაზრება თუ რატომ არ მიიწვია ჩინეთმა საქართველო პეკინში გამართულ ფორუმზე?

- ქართულ პოლიტიკურ ელიტას და მედიას აქვს უცნაური თვისება. თუ საქართველოს სადმე არ მიიწვევენ, იმ ფორუმზე ინფორმაციას აიგნორებენ ხოლმე. ეს ძალიან სასაცილო მიდგომაა. ამ მიდგომის მიუხედავად, ის ფაქტი და პროცესი თავის თავად არ ჩერდება.

ჩინეთში ჩატარდა მეგაფორუმი, საქართველოს პეკინში არ მიწვევა ნიშნავდა მხოლოდ ერთადერთს, სიგნალს ამერიკელებისადმი, რომ ჩინეთი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიას ვაშინგტონს არ ედავება. ეს იყო სიგნალი არა მარტო ამერიკელებისადმი, არამედ მთელი რეგიონისადმი.

ჩინეთში ჩატარდა მეგაფორუმი, საქართველოს პეკინში არ მიწვევა ნიშნავდა მხოლოდ ერთადერთს, სიგნალს ამერიკელებისადმი, რომ ჩინეთი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიას ვაშინგტონს არ ედავება. ეს იყო სიგნალი არა მარტო ამერიკელებისადმი, არამედ მთელი რეგიონისადმი

ამ ფორუმზე მიწვეული იყო უამრავი სახელმწიფოს მეთაური, ჩილეს პრეზიდენტიც კი, არადა, რა შუაშია „აბრეშუმის გზა“ და ჩილე? საქართველოს პეკინში არ მიწვევა იყო პერსონალური სიგნალი ამერიკელებისთვის. „აბრეშუმის გზის“ ყველაზე მთავარ მონაკვეთზე საქართველოა.

აქედან რა უნდა ვივარაუდოთ? საქართველოს, ჩინეთის პოლიტიკურ ელიტა და პირადად სი არ მოიაზრებს ამერიკელებთან დაპირისპირების რეგიონად. სტრატეგიული თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, ბევრს ჰგონია, რომ ჩინეთი საქართველოში ამერიკელების შეღწევადობის მომგერიებელი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ეს მცდარი აზრია. ჩინეთის ელიტა საქართველოს მოიაზრებს ამერიკულ ელიტასთან კონფიგურაციულ გეგმაში.

საქართველოს, ჩინეთის პოლიტიკურ ელიტა და პირადად სი არ მოიაზრებს ამერიკელებთან დაპირისპირების რეგიონად... ჩინეთის ელიტა საქართველოს მოიაზრებს ამერიკულ ელიტასთან კონფიგურაციულ გეგმაში

მწიფდება გლობალური შეთანხმება იმის შესახებ, რომ ამერიკის და ჩინეთის, რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკური აქტივობა უნდა დასრულდეს და საქართველო გამოვიდეს რუსული გავლენიდან. ეს იქნება ისეთივე შეთანხმება, რომელიც კულუარულად გაფორმდა ამას წინათ შუა აზიაში.

- როგორც ვიცით, მალე გაირკვევა, ვინ ააშენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ვიცით, რომ ტენდერში მონაწილეობს ერთი ლუქსემბურგული, ხოლო მეორე ჩინური კომპანია.

თუ ეს საკითხები გადაწყვეტილია, ანაკლიასთან დაკავშირებით რა სურათს ვიღებთ?

- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უამრავი სისულელე იფრქვევა. მე როგორ ადამიანი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი თავის დროზე სპარსეთის ყურეში, შემიძლია გითხრათ - ჩვენ იქ ვაშენებდით სუპერ პორტს. ამის ფარგლებში ვაწარმოებდით სპარსეთის ყურის და კასპიის ზღვის მონიტორინგს და ამიტომ შემიძლია გითხრათ ექსპერტული აზრი - ანაკლიის პორტი არ აშენდება, სანამ არ მოხდება ამ თემაზე ამერიკულ-ჩინური სერიოზული, ღია, ან ფარული გარიგება. ჯერ ეს არ მომხდა.

ვინც არ უნდა შემოვიდეს ტენდერში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პორტი ვერ ჩაირთვება, ვერ დაიქოქება მანამ, სანამ ეს გარიგება არ შედგება. ასეა იმიტომ, რომ პროდუქტების მწარმოებელია ჩინეთი, ტვირთებმა ანაკლიის პორტში უნდა გაიარონ, ხოლო მიმღები და მყიდველი არის დასავლეთი. სანამ ეს ორი მეგასუბიექტი არ მორიგდება, პორტის აქტიური მშენებლობა არ დაიწყება. მის აშენებას დასჭირდება 6-7 წელიწადი. მის აშენებას დასჭირდება მინიმუმ 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.

სანამ ეს ორი მეგასუბიექტი არ მორიგდება, პორტის აქტიური მშენებლობა არ დაიწყება. მის აშენებას დასჭირდება 6-7 წელიწადი. მის აშენებას დასჭირდება მინიმუმ 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია

შემდეგ კი სერიოზული ოპერატორები, რომელმაც ეს ყველაფერი საერთაშორისო ტრენდში უნდა ჩართონ. ასევე საჭირო იქნება თურქეთის ელიტის დათანხმება, რომ დამატებითი 20 მილიონი ტვირთნაკადი გაატაროს ბოსფორსა და დარდანელში. სანამ ეს კომპონენტები არ ჩამოყალიბდება, ანაკლიაში დიდი მეგაპორტის მშენებლობა არ დაიწყება.

- თქვენ ვარაუდობთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოლიტიკური კლასი შეიცვლება. მოახლოებული არჩევნების კვალობაზე საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ, მე კითხვას ასე დავსვამდი - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში პოლიტიკური კლასის ცვლილება?

- მე დავაზუსტებ რასაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი. მთლიანად პოლიტიკური კლასის შეცვლა ვერ მოხერხდება. ჩემი აზრი პოლიტიკური კლასის ცვლილების დასაწყისი დაიწყება. 30 წლის მანძილზე საქართველოში ეს არ მომხდარა. საქართველოს პოლიტიკური კლასი ძალიან მცირედით იცვლებოდა. თუ რამ ხდებოდა დინასტიური ცვლილების ფარგლებში ხდებოდა.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი მთლიანად არა, მაგრამ სერიოზული რუსული გავლენების ზემოქმედებას განიცდიდა. ახლა იცვლება არა მხოლოდ რუსეთის გავლენა, არამედ, ქართველებმა არ იციან რა გავლენა ყალიბდება რეგიონში. პოლიტტექნოლოგისაში არსებობს ფორმულები, რომლითაც ითვლება მმართველი პოლიტიკური კლასის პოლიტიკური გავლენები.

ამიტომ, უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრ უცნაურობასთან გვექნება საქმე. ელიტის ცვლილების ფარგლებში სიურპრიზები და პოზიტიური ხასიათის მოვლენებიც კი გვექნება. მაგრამ, პრორუსული პოლიტიკური გავლენები დაიმსხვრევა ძალიან დიდ დოზებში, ამას ვხედავ შეუიარაღებელი თვალით.

უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრ უცნაურობასთან გვექნება საქმე. ელიტის ცვლილების ფარგლებში სიურპრიზები და პოზიტიური ხასიათის მოვლენებიც კი გვექნება. მაგრამ, პრორუსული პოლიტიკური გავლენები დაიმსხვრევა ძალიან დიდ დოზებში, ამას ვხედავ შეუიარაღებელი თვალით

მე მარგინალურ პრორუსებზე კი არ ვსაუბრობ, პრესასა და ტელევიზიებში რომ აქტიურობენ, არა, ვსაუბრობ, ჩვენი რეალური პოლიტიკური ელიტაზე, რომელიც თავისი არსით პრორუსულია. საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში 2024-2025 წლები ბევრი თვალსაზრისით იქნება ისეთი, რომელსაც ძნელად თუ მოიძებნება ეკვივალენტები. მე მხედველობაში მაქვს მთელი ჩვენი 2500 წლოვანი ისტორია.

ჩვენი ერთ-ერთი კომპანია აფინანსებდა ბანდერაბასის თავისუფალ უნივერსიტეტს. ბანდერაბასი მილიონიანი ქალაქია, რომელიც ერთადერთი მილიონიანი ქალაქია, რომელიც ქართველების დაარსებულია საზღვარგარეთ. ეს ქალაქი დააარსა იმამ ყულიხანმა უნდილაძემ. მან სპარსეთის ყურის შესასვლელიდან გააგდო პორტუგალიელები და დააარსა ქალაქი. ამ ქალაქში გურჯების შთამომავლობას იბრალებს ძალიან ბევრი. მათ შორის ამ ქალაქის ელიტა.

ამ ქალაქის უნივერსიტეტში ვესწრებოდი ერთ ღონისძიებას და სიტყვით გამოვიდა ერთი ისტორიკოსი, რომელმაც გაიხსენა 10-11 საუკუნის სპარსელი ისტორიკოსის სიტყვები - რა არიან ეს გურჯები? სულ რომ გვგონია რომ გაქრნენ, უცბად მოყოჩაღდებიან და ფეხზე დგებიანო. ეს იყო 800 წლის წინ ნათქვამი.

ჩვენ ბევრჯერ მოვყოჩაღდით და კიდევ ბევრჯერ დავდგებით ფეხზე. ეს არის ჩვენი უნარი. სიკვდილის პირას მყოფობის მდგომარეობიდან ისევ ფეხზე დადგომა. ასე რომ 2024, 2025 და 2026 წლები, ვფიქრობ რომ ქართველობის ფეხზე წამოდგომის წლები იქნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა