მონტენეგროს პრემიერი - საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება

ჩვენი ხედვა არის ის, რომ მომავალ წელს განვაგრძოთ ისევ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს დააკავშირებს სერბეთთან, ბართან, რომელიც მონტენეგროს პატარა ქალაქია და ასევე დააკავშირებს ბუდაპეშტთან, ბელგრადთან, პორტებთან, ეს გზა იქნება დამაკავშირებელი და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გზა ალბანეთის საზღვრებთანაც გავიდეს, ბოსნია ჰერცეგოვინასა და ხორვატიასთანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის ექსპორტზე.

„სხვათა შორის მე ბატონ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვესაუბრე ამაზე, რომ გაზის ტრანსპორტირების მილსადენი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვართ ამის ნაწილი, მონტენეგრო არ არის მიერთებული, მაგრამ მთელი იდეა არის, რომ საბერძნეთის გავლით, ალბანეთის გავლით, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, რომ ეს ხორვატიამდეც მოვიდეს და მერე უკვე მონტენეგროშიც შემოვიდეს. ეს არის გზა, რომელიც შეიძლება მართლაც, რომ განხორციელდეს. ნამდვილად ვიცით, რომ ენერგო კრიზისი გვქონდა, მაგრამ ჩვენ არ გვიგრძნია ენერგო კრიზისი და ძალიან ვამაყობ ჩემი კოლეგების მუშაობით, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მონტენეგრომ მაინც შეძლო კარგი შედეგების დადება. ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგიის ექსპორტი და ჩვენ ასევე, მინდა რეკლამა გავაკეთო, ასე ვთქვათ, ჩვენ კავშირი გვაქვს ენერგორესურსების იტალიასთან, და ჩვენ გვაქვს ამბიცია, ჩვენ ხელი მოვაწერეთ უკვე შეთანხმებას და 2027 წლამდე ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს შესაძლებლობებს და რესურსებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ასევე ვსაუბრობთ მზის ენერგიაზე, ასევე ქარის ენერგო რესურსებზე და ვიწვევთ ინვესტორებს, რომ ჩამობრძანდით და ნახეთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ბაზარი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჰაბი ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რომელიც გაყიდული იქნება ევროკავშირში და ასევე სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა მართლაც არსებობდეს და განვითარდეს, ეკონომიკის კონტექსტში, ყველა ამ გამოწვევის და ომებისა და პრობლემების ფონზეც, თანაც ახალი პრობლემა არის კიდევ. ვგულისხმობ ისრაელის სიტუაციას, მონტენეგრო 620 ოპერაციას ახორციელებს და პირდაპირ ხაზზეა ისრაელთან. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს მასპინძლობს ამ ქვეყნიდან, ახლა სიტუაცია ძალიან ცუდია და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

დრიტან აბაზოვიჩის თქმით, მონტენეგრო დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

„მიზანი მიღწეული უნდა იქნეს დიპლომატიით, ერთად დასხდომით, მეგობრებთან საუბრით, კარგი ენერგიის გაზიარებით და გამოსავალზე ფიქრით, ალბათ იქნებ უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს ამას, მაგრამ უკეთეს შედეგებს მოიტანს. სწორად ამით მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანაც დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი მიზანიც ნათელია, რომ ჩვენ გავხდეთ პირველი ახალი წევრი ევროკავშირისა და ამ კუთხით ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც ასევე გააჩნია სხვა ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, როგორიცაა საქართველო, ასევე სხვა ქვეყნებსაც. მიგვაჩნია, რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი.

ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და თუ რომელ კლუბში უნდა შესვლა, მაგრამ პრობლემა არ უნდა შეუქმნას სხვას და ეს არის მთავარი პრინციპი.

ეკონომიკის კონტექსტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მონტენეგრო 2023 წელს მიაღწევს 4.9%-იან ზრდას, რაც არის საუკეთესო შედეგი, ეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე აქვს ეს გერმანიას, საფრანგეთს იტალიას ან სხვა ქვეყნებს. ძალიან რთული იქნება ამის შენარჩუნება მომავალი წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ნაკლები ვისაუბროთ წარსულზე და უფრო მეტი ვისაუბროთ მომავალზე და თუ ჩვენ ამ გზას ასე გავყვებით, მე მგონი წარმატებას მივაღწევთ.

ჩვენ ყურადღება უნდა გადავიტანოთ ცოტა უფრო დიდ პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც ასევე ძალიან ცნობილი იყო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში და აქედან კიდევ ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმ თემებზე, რომლებიც უფრო და უკიდურესად მნიშვნელოვანია გლობალური მსოფლიოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ციფრულ გადაწყვეტებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, რომ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, იმისათვის, რომ ჩვენი სისტემები კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს, იმისათვის, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება უფრო ეფექტური, იმისათვის, რომ მოვშალოთ ბარიერები რაც წინ უდგას ბიზნესებს და ასევე იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტური გავხადოთ. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც გარდაუვალი იქნება. ამ წარმატებას ვუსურვებ ყველა სხვა ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ ღონისძიებას და ასევე საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აი ასე შეგვიძლია ჩვენ პრობლემების გადაჭრა.

ძალიან მიხარია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს მოვუსმინეთ და ასე ღიად საუბრობდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ერთად ავაშენოთ. გზები არის იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშირონ. ინვესტიციას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს ჩინური იქნება, იაპონური, საუდის არაბეთიდან მოდის, თუ სხვა ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ იქმნება და განხორციელდება პროექტი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანები მოიხმარენ, იქნება ეს საზღვაო პორტი თუ აეროპორტი, იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ასევე, უფრო მეტ სტაბილურობასა და მშვიდობას შესძენენ სხვადასხვა ქვეყანას.

სწორედ ამ სულისკვეთებით, კიდევ ერთხელ მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ ნამდვილი ჭეშმარიტი პარტნიორი და მეგობარი გყავთ, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც კარგ იდეას უკავშირდება, მონტენეგროს სახით ვსაუბრობ.

სავარაუდოდ, ალბათ რაღაც დროის შემდეგ ჩვენც შევძლებთ მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა თქვენგანს გულითადად გეპატიჟებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა