ნიკოლოზ სამხარაძე - საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, ვინ მტრობს და ვინ ღალატობს საქართველოს ინტერესებს

ხალხისა და მთავრობის ერთმანეთისგან გაყოფა წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ხალხი ირჩევს მთავრობას. შესაბამისად, ყველა მთავრობა ხალხის წარმომადგენელია. კანდიდატის სტატუსს იღებს - ქვეყანა, თავისი ხალხით და მთავრობით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.

მისი თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ოპოზიცია მუშაობდა იმაზე, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„ძალიან მარტივი ბიბლიური ჭეშმარიტება არსებობს - არაფერი არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდება. საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ისინი ამის წინააღმდეგ მუშაობდნენ და ამის ფაქტები გვქონდა. ჩვენ ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, ახლა უკვე ამაზე საუბარი ოპოზიციის შიგნითაც დაიწყეს. რაც უფრო მეტი ოპოზიციონერი ილაპარაკებს ამაზე ღიად, მით უფრო კარგი იქნება საზოგადოებისთვის, რადგან უნდა იცოდნენ, ვინ არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, ვინ მტრობს და ვინ ღალატობს საქართველოს ინტერესებს. მომავალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება